მეხიკოში მეტროს ესტაკადის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა

მეხიკოში მეტროს ხიდის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა. ამის შესახებ Reuters–ი იუწყება.

მექსიკის დედაქალაქში მეტროს ხიდის ავარიის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა, 49 საავადმყოფოში გადაიყვანეს, განაცხადა მეხიკოს მერმა კლაუდია შეინბაუმმა. აღინიშნა, რომ გარდაცვლილთა შორის ბავშვები არიან, მაგრამ მათი რიცხვი ჯერ დაზუსტებული არ არის.

გარდა ამისა, 7 დაზარალებული ამჟამად მძიმე მდგომარეობაშია. მანამდე კლაუდია შეინბაუმმა განაცხადა, რომ მეტროს ხიდის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებულთა საერთო რაოდენობა 70-ს აღემატება.

შემთხვევა მოხდა 3 მაისს, ადგილობრივი დროით 22.25 საათზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...