მეხანძრე-მაშველებმა ნანგრევებიდან 3 ადამიანი უვნებლად გამოიყვანეს

12 აპრილს, 07:30 საათზე შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში შევიდა შეტყობინება, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გლდანში, 9 სართულიანი საცხოვრებელი სახლის მე-8 და მე-9 სართულის და სახურავის ჩამონგრევის შესახებ.

შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გავიდა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძრო-სამაშველო სამსახურები. მაშველებს სამი საათის განვავლობაში ურთულეს პირობებში უწევდათ მუშაობა, რის შედეგადაც მათ ნანგრევებიდან 3 დაშავებულის უვნებლად გამოყვანა მოახერხეს. შემთხვევის შედეგად 65 წლის ქ-ნი გარდაიცვალა. ადგილზე მობილიზებული იყვნენ საპატრულოს და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად