მეიუეზერი და პაკიაო კიდევ იჩხუბებენ

ამერიკელი მოკრივე ფლოიდ მეიუეზერი-უმცროსი მზად არის ფილიპინელ მენი პაკიაოს რევანშის შანსი მისცეს. ამის შესახებ New York Daily News ტელეარხ ESPN-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება.

ფილიპინელმა გუშინწინდელი ორთაბრძოლის შემდეგ განაცხადა, რომ რინგზე გასვლამდე მხრის ტრავმა აწუხებდა. მეიუეზერი მზად არის მოწინააღმდეგის გამოჯანმრთელებას დაელოდოს და დამარცხებულს რევანშის შანსი მისცეს.

ფილიპინელმა მოკრივემ ტრავმა ბოლო ჩხუბისთვის მზადების დროს მიიღო. მას სასწრაფოდ ოპერაცია სჭირდება და სრულ რეაბილიტაციისთვის 9-12 თვე დასჭირდება.

მეიუეზერის და პაკიაოს ბრძოლა 2016 წლის სექტემბრისთვის იგეგმება.

მენი პაკიაომ ორთაბრძოლამდე სამედიცინო კომისიას ტრავმა დაუმალა და რინგზე დაზიანებული მხრით გავიდა. ამერიკელმა ფილიპინელი 12 რაუნდიან ბრძოლაში ქულებით დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის 3 ქამრის მფლობელი გახდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად