მეიარაღე ზაზა ალადაშვილის დასახმარებლად ფოლკლორის ცენტრის ეზოში გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

ტრადიციული რეწვის ასოციაცია ეკოტურიზმის ასოციაციასთან და ფოლკლორის ცენტრთან თანამშრომლობით 18 სექტემბერს 17:00 საათზე ფოლკლორის ცენტრის ეზოში მეიარაღე ზაზა ალადაშვილს დასახმარებლად მართავს საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვას.

ზაზა ალადაშვილი და მისი ოჯახი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკში ამზადებენ ტრადიციული იარაღს. 2019 წელს ოსტატმა სესხით ვიზიტორებისთვის მოაწყო სამჭედლო, თუმცა COVID-19 პანდემიით ჩაშლილი ტურისტული სეზონის გამო ოჯახი დღესდღეისობით ვერ ახერხებს სესხის დაფარვას.

ღონისძიებაზე გაიყიდება ალადაშვილების ოჯახის მიერ შექმნილი ხმლები და ხანჯლები.

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია შემდეგ ანგარიშზე:

GE71BG0000000898479201

მიმღები: ზაზა ალადაშვილი

 

იხილეთ ნამუშევრების კატალოგი:

https://rb.gy/rjpzgy

საკონტაქტო პირი – ფოლკლორის ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი სალომე ცისკარაული 599 373728

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად