მეიარაღე ზაზა ალადაშვილის დასახმარებლად ფოლკლორის ცენტრის ეზოში გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

ტრადიციული რეწვის ასოციაცია ეკოტურიზმის ასოციაციასთან და ფოლკლორის ცენტრთან თანამშრომლობით 18 სექტემბერს 17:00 საათზე ფოლკლორის ცენტრის ეზოში მეიარაღე ზაზა ალადაშვილს დასახმარებლად მართავს საქველმოქმედო გამოფენა- გაყიდვას.

ზაზა ალადაშვილი და მისი ოჯახი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკში ამზადებენ ტრადიციული იარაღს. 2019 წელს ოსტატმა სესხით ვიზიტორებისთვის მოაწყო სამჭედლო, თუმცა COVID-19 პანდემიით ჩაშლილი ტურისტული სეზონის გამო ოჯახი დღესდღეისობით ვერ ახერხებს სესხის დაფარვას. ღონისძიებაზე გაიყიდება ალადაშვილების ოჯახის მიერ შექმნილი ხმლები და ხანჯლები.

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია შემდეგ ანგარიშზე:
GE71BG0000000898479201
მიმღები: ზაზა ალადაშვილი
იხილეთ ნამუშევრების კატალოგი:
https://rb.gy/rjpzgy

კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად