მეგრელიშვილი: ვისაც მაღალი ხმა აღმოაჩნდება და გაბრაზებული ხალხი დაუდგება უკან, ის გვყავს მართალი

რეალურად ვისაც მაღალი ხმა აღმოაჩნდება, რაღაც მომენტში უფრო მეტად გაბრაზებული ხალხი დაუდგება უკან, ის გვყავს მართალი, – ამის შესახებ “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა დღეს არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით გადაცემაში “ხალხის პოლიტიკა” განაცხადა.

მისი თქმით, სანამ ასეთი სისტემა არსებობს, მუდმივად წრეზე ვივლით.
“ორი მხარე ზის აქ და ეკამათება ერთმანეთს. ის ისტორიები, რაც აქ ისმის, ძალიან ჰგავს ერთმანეთს. როცა ერთმანეთს აგინებენ, რომ აი სააკაშვილი ასეთი და ივანიშვილი ასეთი… 
 
ჩვენ არ ვლაპარაკობთ იმ სისტემის თვისებებზე, რომლებსაც შემდგომში სხვა ადამიანები ერგებიან. ანუ სისტემა ქმნის იმნაირი ტიპის ადამიანებს, რომლებიც პოსტფაქტუმ ჩვენ აღარ მოგვწონს. რეალურად აქ რაზეც არის დისკუსია, ამაზე დისკუსია წლებია მუსირებს, მაგრამ ჩვენ ეს პროცესები არ გვაქვს შესწავლილი, საქართველოს უახლესი ისტორია არ გვაქვს დაწერილი და რეალურად ვისაც მაღალი ხმა აღმოაჩნდება, რაღაც მომენტში უფრო მეტად გაბრაზებული ხალხი დაუდგება უკან, ის გვყავს მართალი. სასამართლოსავით გვყავს. ხვალ ეს ყველაფერი შეიცვლება და წავალთ ერთ წრეზე. 
 
ჩვენი ამოცანა ეს არ არის, რომ ადამიანები ვლანძღოთ. ჩემი აზრით, ამ ორ კანდიდატს შორის განსხვავება, მათი გამონათქვამებით, მათი შეცდომებით… არცერთი არ არის საამაყო. ვერცერთს მოვუძებნით ისეთს, რომელზეც ვიტყვით, რომ ამ ადამიანს თავის ცხოვრებაში რამდენი სიკეთე აქვს გაკეთებული. ვიდრე ასეთი სისტემაა, ყველა ადამიანი ზუსტად ასეთი გახდება და ეს არის ჩვენი პრობლემა”, – განაცხადა ვახო მეგრელიშვილმა.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად