მეგრელიშვილი ოპოზიციაზე: ახლა რომ ამათ მოიგონ, შეიძლება გადაგვაგდონ…ბოლო-ბოლო დაგვიჭერენ

მე ისევე მეშინია ოპოზიციის, როგორც ხელისუფლების, არ ვიცი, ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, მე უფრო უსაფრთხოდ ვიქნები ამ ქვეყანაში, თუ დღეს ვარ, – განაცხადა „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში .

“როდესაც ოპოზიციასთან ვმუშაობდით, ჩვენ გვეგონა, რომ ჩვენი პარტნიორები უარს ამბობდნენ იმ ცენტრალიზებულ სისტემაზე, რომელიც ახლა გვაქვს. ჩვენ მათ შევუთანხმდით სასამართლო ხელისუფლების რეფორმირებაზე. ოპოზიციამ გავაფორმეთ შეთანხმება, რომ თუ ჩვენ მოვიდოდით ხელისუფლებაში, რაც დღეს ხდება ნიკა მელიას თავს, ან გიორგი რურუას თავს, ეს აღარ მოხდებოდა და ერთმანეთს აღარ დავიჭერდით. მაშინ კი არ მიყვარდა „ნაციონალური მოძრაობა“? ვეკითხებოდით, რომ დაგეხმაროთ მთავრობის შექმნაში ხომ არ დაგვემუქრება საფრთხე, რომ შემდეგ დაგვიჭერთ? ამის დაზღვევა იყო სწორედ ის შეთანხმებები, რომლებსაც ვაფორმებდით ოპოზიციურ პარტიებთან ერთად”, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში ვერ მოვიდნენ კოალიციურად, აღმოჩნდა, რომ  პარტნიორ ოპოზიციურ პარტიებს ეს ნაწილი არ აინტერესებთ.

“ახლა, რომ სინამდვილეში ამათმა მოიგონ, შეიძლება გადაგვაგდონ, დაჭერამდე შეიძლება კონსოლიდირება დასჭირდეს ხელისუფლებას, მაგრამ ბოლო-ბოლო დაგვიჭერენ“, – აცხადებს მეგრელიშვილი.

ვახტანგ მეგრელიშვილის თქმით, უკვე  აღარავინ საუბრობს პროპორციულ არჩევნებზე.

„ჩვენ ხომ ამ სისტემის ხელში ჩასაგდებად ვიბრძვით. რატომ გვაქვს ყველასთან პრობლემა? დაავიწყდათ ყველა საკითხი და ახლა ითხოვენ რურუას, მელიას გამოშვებას და რიგგარეშე არჩევნებს. კითხვა მაქვს – იგივე წესრიგით ვაპირებთ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას? არავინ აღარ საუბრობს იმაზე, რომ პროპორციული არჩევნები ისეთივე მნიშვნელოვანი თემაა მოლაპარაკებების მაგიდაზე, როგორც რურუას და მელიას გამოშვება, ან რიგგარეშე არჩევნები. მე რიგგარეშე არჩევნები მინდა, მაგრამ მინდა ახალი წესებით. ახალი წესების გარეშე ზუსტად იგივე პრობლემებამდე მივალთ, რომელშიც ახლა ვიმყოფებით“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...