მეგრელიშვილი: მგონი, პროპორციულ სისტემას ნეგატიურად არავინ აფასებს

ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის ისტორიული მომენტი ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში და მე მგონი არ არის ადამიანი, რომელიც პროპორციულ სისტემას დღეს ნეგატიურად შეაფასებდა,- ეს განცხადება პოლიტიკური პარტია ,,გირჩის“ წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა ტელეკომპანია ,,იმედის“ ეთერში გააკეთა.

“ამისთვის 30 წელი დაგვჭირდა, რომ ეს პროპორციული სისტემა მიგვეღო და მივიღეთ ისე, რომ ფაქტობრივად არც მოველოდით და შესაბამისად გვინდა, რომ ეს პროცესი რომელიც ახლა დაიწყება საკონსტიტუციო განხილვის, მათ შორის ისეთი საკითხები გავარჩიოთ, როგორიც არის მაგალითად 2024 წელს რატომ უნდა შეიცვალოს ეს სისტემა, არის თუ არა მაგალითად ასაკობრივი ბარიერი, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ეს მონაპოვარი არის იმ ახალგაზრდების მონაპოვარი და არა ჩვენი პოლიტიკური პარტიების, შესაბამისად ამ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ ამ ბენეფიტით სარგებლობის უფლება, რომელიც მათ მოიპოვეს და შესაბამისად ჩვენი ინიციატივა მეორე ასეთია, რომ ამ მსჯელობის დროს ჩვენ შესაძლებლობა გვქონდეს, რომ მომავალზეც, 2024-ზეც ვისაუბროთ“,- განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.
მისი თქმით, ის სისტემა, რომელიც საქართველოში მოქმედებს, ყოველთვის აძლევდა უპირატესობას მსხვილ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც ან ხელისუფლებაში იყვნენ ან ხელისუფლების მთავარი ოპონენტები იყვნენ, შესაბამისად ეს იგივე რაც ეკონომიკაში რეგულაციები.

“ამაში არაფერი გასაკვირი არ არის, იმიტომ, რომ სიღრმეში ეს სისტემა, რომელიც საქართველოში მოქმედებს ყოველთვის აძლევდა უპირატესობას მსხვილ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც ან ხელისუფლებაში იყვნენ ან ხელისუფლების მთავარი ოპონენტები იყვნენ, შესაბამისად ეს იგივე რაც ეკონომიკაში რეგულაციები.

ეკონომიკაში რეგულაციები დიდი კომპანიებისთვის ნიშნავს კონკურენტების მოცილებას ანუ ბაზარზე შეღწევის ბარიერია აწეული ხო, აქაც ბარიერი ქვია, ზუსტად იგივე ტერმინია და შესაბამისად იმ ხმებს, რომლებიც არ მიუღია მსხვილ პარტიებს, როგორც უშრომელ შემოსავალს ისე იღებენ არჩევნების დასრულების შემდეგ და ეს პრაქტიკა ბუნებრივია, რომ ამ დიდ პარტიებს, როგორც ქართულ ოცნებას ისე ნაციონალურ მოძრაობას იდეაში არ აწყობდა არასდროს, ეს არის ამის მარტივი ეკონომიკური ახსნა“,- განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...