მეგი გოცირიძე ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს: დაგყრით ღორებივით, აქ! (ვიდეო)

ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიაში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებსა და კომისიის წევრებს შორის დაპირისპირება მოხდა.

ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიაში დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, თეონა ჭალიძემ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისგან, ჰასმიკ მარანგოზიანისგან პირველივე საარჩევნო უბნიდან მოტანილი შემაჯამებელი ოქმის ნახვა მოითხოვა.

როგორც თეონა ჭალიძემ პირველ არხთან განაცხადა, “საოლქო კომისიის თავმჯდომარემ ოქმის ნახვის საშუალება არ მისცა და ხელით შეეხნენ”.

ამის შემდეგ ოლქში „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი მეგი გოცირიძე მივიდა. გოცირიძე იმ ოთახში შევიდა, სადაც ხმების დათვლის პროცესი მიმდინარეობდა და საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესა და წევრებს დაუპირისპირდა.

ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრი მაუწყებელი ავრცელებს.

 

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად