მეგან მარკლი და პრინცი ჰარი Netflix-ის რეალით შოუში მიიღებენ მონაწილეობას

სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ გადაწყვიტეს, მონაწილეობა მიიღონ Netflix-ის რეალით შოუში. Daily Mail აცხადებს, რომ კამერების წინ სამი თვის განმავლობაში ცხოვრების იდეა მეგანს ეკუთვნის – მას სურს მაყურებელი, რომელიც უკმაყოფილოა წყვილის ქცევით, ნახონ იგი რეალურ ცხოვრებაში და შეეცადონ, რომ გაუგონ მას.

შოუში ასევე ნაჩვენები იქნება ჰერცოგისა და ჰერცოგინიას საქველმოქმედო საქმიანობა.

ეს მეგანისა და ჰარის ერთადერთი პროექტი არ არის. Netflix-ის წარმომადგენელმა თქვა, რომ წყვილმა აგრეთვე “მოიფიქრა ბუნების შესახებ დოკუმენტური ფილმი და მულტფილმი ძლიერი ქალების შესახებ”. ეს ყველაფერი 112 მილიონი ფუნტის ღირებულების კონტრაქტის ნაწილია.

რეალითი შოუს გამოსვლის თარიღი, სახელწოდების მსგავსად, ჯერ კიდევ უცნობია და ასევე არ არის ნათელი, დაიწყო თუ არა გადაღებები.

სამეფო ოჯახმა იცის Netflix-თან გარიგების შესახებ და რომ წყვილი აღარ ისაუბრებს ბუკინგემის სასახლეზე და არც კომენტარს გააკეთებს ტაბლოიდურ ჭორებზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად