მედვედევის მთავრობამ 1,12 ტრილიონი რუბლის ათვისება ვერ მოასწრო

რუსეთის ფინანსთა სამინისტრომ 2019 წლის ფედერალური ბიუჯეტის შესრულების შესახებ წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც დმიტრი მედვედევის მთავრობამ, გასული წლის განმავლობაში 18,2 ტრილიონი რუბლი (დაახლოებით 16 მილიარდი აშშ დოლარი), ანუ ზუსტად გაწერილი ბიუჯეტის 94,2% აითვისა. ამგვარად, მთავრობამ 1,12 ტრილიონი რუბლის დახარჯვა ვერ მოასწრო.

გავრცელებული მონაცემების მიხედვით, რუსეთის გასული წლის სახაზინო შემოსავლებმა 20 ტრილიონ რუბლს გადააჭარბა.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის მთავრობა ვერ მოასწრებდა 1 ტრილიონ რუბლზე მეტის დახარჯვას, ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში გაჟღერდა. 2018 წელს კი, რუსეთის მთავრობამ, დაგეგმილი ბიუჯეტის 95,6% შეასრულა და 769 მილიარდი რუბლის ათვისება ვერ მოასწრო.

რუსეთის ფინანსთა სამინისტრომ აქამდე გაავრცელა ნაციონალური პროექტების შესრულების შესახებ წინასწარი მონაცემები. მათი დაფინანსების ტემპები კი მთლიან ბიუჯეტისაზე ნელი აღმოჩნდა – დაგეგმილის 91,4%.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად