მედვედევი თავის მთავრობას ემშვიდობება

რუსეთის სახელმწიფო დუმის ყოფილი პრემიერმინისტრი დმიტრი მედვედევი ქვეყნის მთავრობას თავის Facebook გვერდზე ემშვიდობება. როგორც ყოფილი პრემიერი წერს, მან ყოფილ მთავრობასთან ერთად, ქვეყნისთვის ბევრი კარგის გაკეთება მოასწრო.

“მადლობა მთავრობის ყველა წევრს, მთავრობის აპარატს იმ დიდი სამუშაოსთვის, რომელსაც ამდენი წლის მანძილზე ერთად ვაკეთებდით. ეს არც ისე იოლი იყო. მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვპოულობდით იმ გზას, რომელიც ჩვენს ქვეყანას წინსვლაში, განვითარებაში ეხმარებოდა. ყოველთვის ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებდით და ბევრი რამე გამოგვივიდა. აქ დიდი როლი ითამაშა სერიოზულმა გამოცდილებამ და მთავრობის წევრების პროფესიონალიზმმა. ამის შესახებ ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტიც საუბრობდა.

მთელი ამ დროის განმავლობაში მთავრობა მუშაობდა, როგორც ერთი გუნდი – ერთნაირად მოაზროვნეთა გუნდი, რომელსაც მე ვეყრდნობოდი და ვენდობი.

ახალი მასშტაბური ამოცანები, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტმა თავის გზავნილში წამოჭრა, ახალ მიდგომებს მოითხოვს. დარწმუნებული ვარ, რომ ის მთავრობა, რომელიც უახლოეს მომავალში დამტკიცდება, ამას აუცილებლად გაუმკლავდება. მინდა მას წარმატება და იმის რეალიზაცია ვუსურვო, რაც არის ჩაფიქრებული.” – წერს დმიტრი მედვედევი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად