მედლინ მუნი: საქართველო მონდომებულია, იყოს ნატო-ს მყარი და სრულუფლებიანი წევრი

ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა მედლინ მუნმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთობლივი ბრიფინგის დროს განაცხადა.

„ვერ გამოვხატავ სიტყვებით, თუ რამდენად მნიშვნელოვნად მიაჩნია ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ეს თანამშრომლობა, ეს მხარდაჭერა საქართველოსადმი მისი გზისადმი ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

მსურდა, აქ უფრო ადრეც ვყოფილიყავი, მაგრამ სირთულეები იყო თვითონ დიდ ბრიტანეთში, რომელმაც შემაჩერა, მაგრამ როგორც მე ჩვენი შეხვედრის დროს აღვნიშნე, ეს დაყოვნება სარგებლიანიც აღმოჩნდა, რადგან ჩემთან ერთად ჩამოვიყვანე მაღალი რანგის კოლეგები თურქეთიდან, პორტუგალიიდან, ლატვიიდან, რომლებიც ჩემთან ერთად ჩამოვიდნენ.

ჩვენ ვსაუბრობთ, ჩვენ ვუსმენთ, ჩვენ ვხედავთ, რა ხდება აქ, ჩვენ დავბრუნდებით ლონდონში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე ოქტომბერში და ჩვენს ქვეყნებს მოვახსენებთ იმ პროგრესის შესახებ, რაც უკვე არსებობს და რაც უნდა გადაიდგას, რადგან გზა დემოკრატიისაკენ, არის გზა მუდმივად განვითარებადი, რადგან ვერასოდეს საბოლოოდ ვერ აღწევ დემოკრატიას. დემოკრატია ყოველთვის მიმდინარე პროცესია. ყოველთვის არსებობს გამოწვევები დემოკრატიის პროცესში, ეს არის რთული მაშინაც, როდესაც დიდი ხანია ჩართული ხართ ამ პროცესში და განსაკუთრებით რთულია, როდესაც ახალი ხართ და მე მესმის ის იმედგაცრუებებიც, რომ ხანდახან შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ცვლილებები ნელი ტემპით მიმდინარეობს.

მნიშვნელოვანია, რომ ტემპი არის, არსებობს და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ცვლილებები ხდება აქ. მე მინდა გითხრათ, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი კავშირები, ჩვენი თანამშრომლობა, ეს ურთიერთობები. იმიტომ, რომ როდესაც თქვენ ამ ოჯახის წევრი ხართ, ჩვენ აღარ მოგშორდებით.

თქვენ კვლავ ამ ოჯახის წევრი ხართ და ჩვენ ვითხოვთ პასუხს იმ ფასეულობებსა და ღირებულებზე, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, არამხოლოდ თქვენი ქვეყნისთვის და მე ვიცი, რომ საქართველო მონდომებულია იყოს მყარი და სრულუფლებიანი წევრი ამ ოჯახის. ჩვენ ვუყურებთ ამ პროგრამას (შეხვედრების პროგრამას) და მე მსურს გითხრათ, რომ ეს არის არაჩვეულებრივად კარგი პროგრამა, ყველა შესაძლებლობა გახსნილია ჩვენთვის, რისი ნახვაც გვინდა, ყველა შესაძლებლობა გახსნილია და შესაძლებლობა გვეძლევა, ვნახოთ ყველაფერი.

ეს არის უპირველესი მაგალითი ქვეყნისა, რომელიც მონდომებულია, რომელიც მზად არის დემონსტრირება მოახდინოს თავისი ღიაობის, თავისი სურვილის, იყოს გამჭვირვალე.“ – განაცხადა მედლინ მუნმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად