მედიკოსი: პეკინის გამზირზე დაჭრილი ბავშვის საავადმყოფოდან გაწერა ხვალ დილით იგეგმება

ამის შესახებ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, გივი ჟვანიას სახელობის ქირურგმა ნათია ვასაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„პაციენტის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, იმყოფება პალატაში. აღენიშნებოდა ღრმა ნაკვეთი ჭრილობები ცხვირის და მარჯვენა ლოყის მიდამოებში. ჩაუტარდა ჭრილობის პირველადი ქირურგიული დამუშავება და გაკერვა. დღეს განყოფილებაში დარჩება, მისი გაწერა კი, ხვალ დილით იგეგმება“, – განაცხადა ნათია ვასაძემ.

ცნობისთვის, თბილისში, პეკინის გამზირზე მცირეწლოვანს ბასრი საგნით დაზიანებები მიაყენეს. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელი ქალი იყო. ბავშვს დაზიანებები სახის არეში აქვს მიყენებული.შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც არასრულწლოვნის მიმართ, წინასწარი შეცნობით, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული შვიდიდან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად