მედიისთვის პროზექტურის კარი დღეს პირველად გაიღო – ფოტორეპორტაჟი ექსპერტიზის ბიუროდან

4 ნოემბერს ლევანსამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 13 წელი შეუსრულდება. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით სამედიცინო დეპარტამენტის კარი დღეს მედიისთვის პირველად გაიღო. 

ჟურნალისტებს გიდობა სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი ნინო კიკაბიძემგაუწია. ჟურნალისტები გაეცნენ პროცეს, პროცედურებსა და სამუშაო ატმოსფეროს, რომელშიც ხდება სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება.

ბიურო აკრედიტირებულია საერთაშორისო სტანდარტით(ISO-17025), ასევე ევროპის სასმართლო ექსპერტიზების დაწესებულების ქსელის სრულუფლებიანი წევრია. ეს თავის თავად, სტანდარტების დაცვას გულისხმობს, რაც ყოველ წლიურად მოწმდება ეროვნული აკრედიტაციის ცენტრის მიერ.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ადმინისტრაციის უფროსის თამარ მელაშვილის განცხადებით, ბიურო ყოველთვის გახსნილია მედიასთან ურთიერთობაში, იმის ფარგლებში, რასის საშუალებასაც კანონი აძლევს.

„ჩვენ ყოველთვის გახსნილი ვართ მედიასთან თანამშრომლობისთვის, რა თქმა უნდა იმ ფარგლებში რასაც კანონი გვანიჭებს. გამოძიების ფარგლებში დანიშნული ექსპერტიზებზე ჩვენ არ გვაქვს უფლება რაიმე სახის ინფორმაცია გავცეთ და ყოველთვის დამნიშნავი პირისგან უნდა მიიღოთ ამ შემთხვევაში ინფორმაცია..“, – განაცხადა  თამარ მელაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად