მედიის წარმომადგენლებმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ბანერი „დასაჯეთ მოძალადეები“ გადმოფინეს

მედიის წარმომადგენლებმა პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე ბანერი, წარწერით „დასაჯეთ მოძალადეები“ გადმოფინეს.

ჟურნალისტებმა, 5 ივლისს თბილისში განვითარებული ფაქტები დაგმეს და კიდევ ერთხელ მოითხოვეს მათზე მოძალადე პირების და მათი ორგანიზატორების დასჯა.

მედიის წარმომადგენლებმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში ასევე მათი გარდაცვლილი კოლეგის, ოპერატორ ლექსო ლაშქარავას ფოტოები მიიტანეს.

კომენტარები
იტვირთება...