მედიაში ტანკერ Stena Impero-ს დაკავების ამსახველი ვიდეო გავრცელდა

მედიაში, ირანის მიერ ბრიტანეთის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერის Stena Impero-ს დაკავების ამსახველი ვიდეომასალა გავრცელდა. ვიდეოს სააგენტო Tasnim ავრცელებს.

კადრებში ჩანს, თუ როგორ დგას ტანკერი Stena Impero ღია ზღვაში. ბრიტანული სააგენტო “როიტერი” ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ის ვიდეოს ავთენტურობას ვერ ადასტურებს.

როგორც The Guardian-ი იუწყება, ტანკერის დაკავებასთან დაკავშირებით, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ირანის წარმომადგენელი დაიბარეს.

19 ივლისს, ცნობილი გახდა, რომ ტანკერი Stena Impero დააკავეს, რომელიც საუდის არაბეთის აღმოსავლეთ პროვინციაში მიემგზავრებოდა.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ირანმა ასევე ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი დააკავა, რომელიც ბრიტანული კომპანიის საკუთრებაში იყო. აღსანიშნავია, რომ თეირანში ყველა ბრალდებას უარყოფენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...