მედია: ზიდანი პსჟ-ში, პოჩეტინო – “მანჩესტერ იუნაიტედში”

მას შემდეგ, რაც “მანჩეტერ იუნაიტედმა” მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ულე გუნარ სოლსკიაერი გაათავისუფლა, მსოფლიო სპორტული მედია ბჭობს, ვინ გახდება მისი მანჩესტერული კლუბის მწვრთნელი.

როგორც ესპანური გამოცემა Marca იუწყება, მადრიდის “რეალის” ყოფილი მწვრთნელი ზინედინ ზიადანი “პსჟ”-ს მწვრთნელი გახდება. ეს კი იმის გამოა, რომ პარიზელთა მთავარი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო “მანჩესტერის” ჩაბარებას გეგმავს.

ინგლისური კლუბის სახელს უკავშირებდნენ ზიდანსაც, თუმცა როგორც ჩანს ფრანგ სპეციალისტს მშობლიური პსჟ-ს ჩაბარება ურჩევნია. ამასთან Daily Mail-ი იუწყება, რომ პოჩეტინო პარიზში ბედნიერი არაა. მისი მუშაობით პარიზში კმაყოფილები არ არიან.

კომენტარები
იტვირთება...