მედია: ტრამპი გენერალური ინსპექტორის თანამდებობიდან გადაყენებას გეგმავს

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სადაზვერვო საკითხებში გენერალური ინსპექტორის მაიკლ ატკინსონის თანამდებობიდან გადაყენებას გეგმავს,-ინფორმაციას გამოცემა The New York Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ოთხი ინფორმირებული წყაროს თანახმად, დონალდ ტრამპი ატკინსონის თანამდებობიდან განთავისუფლების საკითხს განიხილავს, რადგან მას დონალდ ტრამპსა და უკრაინის ლიდერ ვლადიმერ ზელენსკის შორის ივლისში გამართულ სატელეფონო საუბართან დაკავშირებით უარყოფითი პოზიცია აქვს. დონალდ ტრამპი ატკინსონს არ ენდობა.

”ატკინსონი, რომელიც მან თანამდებობაზე 2017 წელს დანიშნა, მის მიმართ არალოიალურადაა განწყობილი”, -ციტირებს გამოცემა ერთ-ერთი წყაროს სიტყვებს.

თეთრი სახლის წარმომადგენლები და გენერალური ინსპექტორის აპარატი ჯერჯერობით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებენ.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აშშ-ში პოლიტიკური სკანდალია აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების სატელეფონო საუბრის შემდეგ. სწორედ ეს საუბარი გახდა ტრამპის იმპიჩმენტის მოტივი. მისი პოლიტიკური ოპონენტები აცხადებენ, რომ სატელეფონო საუბრის დროს, ტრამპი აიძულებდა ვლადიმირ ზელენსკის, რომ ჰანტერ ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიება დაეწყო. ჰანტერ ბაიდენი კი, მომავალ არჩევნებში, დონალდ ტრამპის შესაძლო მთავარი ოპონენტის ვაჟია.

აშშ-ის პრეზიდენტის მოწინააღმდეგეები შორს არ იხედებიან, ერთი ნაბიჯით წინაც კი არ იყურებიან, – მიიჩნევს პუტინი.

მან აგრეთვე აღნიშნა, რომ გამოძიება რუსეთის შესაძლო ჩარევის შესახებ აშშ-ის არჩევნებში, მხოლოდ მოტივი გახდა იმისათვის, რომ ტრამპის წინააღმდეგ სანქციები დაეკისრებინათ და მასზე ზეწოლა მოეხდინათ.

პუტინი აღნიშნავს, რომ ამის ვარაუდის ფონზე დაწესდა სანქციები. შემდეგ კი სპეციალურმა პროკურორმა რობერტ მიულერმა გაარკვია, რომ შეთქმულება არ მომხდარა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, სანქციები კვლავ ძალაში დარჩა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად