მედია: სტრაბურგში მომხდარ სროლაში ეჭვმიტანილს, სავარაუდოდ შურისძიება სურდა

სტრასბურგში მომხდარ სროლაში ეჭვმიტანილმა შარიფ შექატმა თავისი ქმედებები იმით ახსნა, რომ “სირიაში ძმების სიკვდილის გამო შურისძიება სურდა”. ამის შესახებ ინფორმაციას BFMTV ავრცელებს.

ტელეარხის თანახმად, აღნიშნულის შესახებ ეჭვმიტანილმა ტაქსის მძღოლს განუცხადა, რომელთან ერთადაც მან თავდასხმისას ღამით იმგზავრა. ვარაუდობენ, რომ შექატი შემთხვევის ადგილიდან გატაცებული ტაქსით მიიმალა.

11 დეკემბერს, საღამოს სტრასბურგში საშობაო ბაზრობის ტერიტორიაზე თავდასხმა მოხდა. თავდამსხმელმა ცეცხლსასროლი იარაღით მშვიდობიან მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა, 12 კი დაშავდა.

მოგვიანებით, სამართალდამცავებმა ტერორისტის ვინაობის დადგენა შეძლეს. ის შარიფ შექატი აღმოჩნდა, რომელიც წარსულში რამდენჯერმეა ნასამართლევი. 12 დეკემბერს პოლიციამ ეჭვმიტანილთან დაახლოებული ხუთი ადამიანი დააკავა, ერთ-ერთი დაკავებული ტერორისტის ძმაა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად