მედია: ქერჩის სრუტეში დაკავებულ გემებს უკრაინას დღეს გადასცემენ

სამი უკრაინული გემი, რომლებიც ერთი წლის წინ ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტის დროს დააკავეს, კიევს რუსეთ-უკრაინას შორის მიღწეული შეთანხმებების შესაბამისად, დღეს გადაეცემა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “ინტერფაქსი” ავრცელებს.

სასაზღვრო სააგენტო პროცედურასთან დაკავშირებით დეტალების გასაჯაროებისგან თავს იკავებს.

უფრო ადრე, სააგენტო “ინტერფაქსს” ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, რომ უკრაინული ხომალდების გადაცემის პროცესი დაიწყო. მისი თქმით, გემებს უკრაინას ნეიტრალურ წყლებში გადასცემენ.

ამა წლის 15 მარტს, ევროკავშირის ხელისუფლებამ ქერჩის სრუტეში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ინფორმაცია ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა. სანქციების ე.წ შავ სიაში 8 პირი მოხვდა.

ცნობისთვის, 25 ნოემბერს, ოდესიდან მარიუპოლისკენ უკრაინული მცირე ჯავშნიანი კატარღა “Бердянск” და “Никополь”, აგრეთვე “ბუქსირი” “Яны Капу” მიემართებოდა, როდესაც რუსული სასაზღვრო გემი “Дон” უკრაინულ “Яны Капу”-ს შეეჯახა. დაზიანდა ორივე ხომალდი. როდესაც უკრაინულმა გემებმა ქერჩის სრუტისკენ დაიწყეს მოძრაობა, რუსული გემები მათ გაჰყვნენ, ცეცხლი გაუხსნეს და უკრაინული ხომალდები დააკავეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად