მედია: დონალდ ტრამპს ავღანეთიდან 4 ათასი ჯარისკაცის გაყვანა სურს

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შესაძლოა, მალე ავღანეთიდან დაახლოებით ოთხი ათასი ამერიკელი ჯარისკაცის გაყვანის შესახებ განაცხადოს,-ინფორმაციას NBC News-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, ამჟამად, ავღანეთში დაახლოებით 12–13 ათასი ამერიკელი ჯარისკაცი იმყოფება. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის დაიწყება სამხედროების გაყვანა, მაგრამ ამ პროცესს დაახლოებით ორი თვე დასჭირდება.

NBC–ის წყაროს ცნობით, დაახლოებით 8-9 ათასი ჯარისკაცი ავღანეთში დარჩება.

ამ კვირის დასაწყისში ავღანეთში შერიგების საკითხებში აშშ-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა ზალმაი ხალილზადმა განაცხადა, რომ აშშ ბაგრამში განხორციელებული ტერაქტის შემდეგ, “თალიბანთან” სამშვიდობო მოლაპარაკებებში ხანმოკლე პაუზას ითხოვდა.

როგორც NBC იხსენებს, დონალდ ტრამპმა ადრე თავის მრჩევლებს განუცხადა, რომ ავღანეთიდან 2020 წლის ნოემბრამდე, როდესაც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება, ყველა ამერიკელი ჯარისკაცის გაყვანა სურს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად