მედია: დონალდ ტრამპი 10 დეკემბერს სერგეი ლავროვს მიიღებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 10 დეკემბერს ვაშინგტონში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში სერგეი ლავროვი აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან მაიკლ პომპეოსთან გამართავს მოლაპარაკებას, მაგრამ მოსალოდნელია თუ არა თეთრი სახლის ლიდერთან შეხვედრა, უცნობია.

ეროვნული უსაფრთხოების საკიითხებში დონალდ ტრამპის მრჩეველმა რობერტ ო ბრაიენმა აშშ-ს პრეზიდენტსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის შესაძლო შეხვედრა არ გამორიცხა.

“ჩვენ აღნიშნულ საკითხზე ვმუშაობთ”,-განაცხადა ო’ბრაიანმა CBS– სთან ინტერვიუში. მან სერგეი ლავროვის ვიზიტის შესაძლო მიზნებზე ისაუბრა.

შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი შეხვედრა 2017 წლის მაისში, ვაშინგტონში გაიმართა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად