მედია: ბოლივიის შს მინისტრი არგენტინის საელჩოს ტერიტორიაზე იმალება

ბოლივიის შინაგან საქმეთა მინისტრი კარლოს რომერო დედაქალაქში არგენტინის საელჩოს ტერიტორიაზე იმალება,- ინფორმაციას არგენტინული გამოცემა Clarin-ი ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, უახლოეს მომავალში, არგენტინამ შესაძლოა თავშესაფარი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებსაც გადასცეს “მოძრაობა სოციალიზმიდან”, რომლის წარმომადგენელი ბოლივიის გადამდგარი პრეზიდენტი ევო მორალესი იყო.

10 ნოემბერს, ბოლივიის პრეზიდენტ ევო მორალესთან და ვიცე-პრეზიდენტ ალვარო გარსია-ლინერასთან ერთად, ქვეყნის პარლამენტის ორივე პალატის თავმჯდომარე გადადგა.

გარდა ამისა, ევო მორალესის მხარდამჭერთა უმრავლესობამ თანამდებობები დატოვეს, კერძოდ, გადადგა საწვავის რესურსების მინისტრი, დაგეგმარების მინისტრი, სამოქალაქო უსაფრთხოების მინისტრის მოადგილე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე და ა.შ.

ცნობისთვის, შეიარაღებული ძალებისა და თანამოქალაქეების მოწოდების შემდეგ, ბოლივიის პრეზიდენტი, ევო მორალესი გადადგა. მალე მისმა მომხრეებმაც ასევე თანამდებობები დატოვეს. ბოლივიაში მთელი ძალაუფლება სენატის თავმჯდომარის მეორე მოადგილეს, ჟანინ ანესს გადაეცა. მას მოუწევს, ოფიციალური ხასიათი მიანიჭოს გადადგომის თაობაზე ყველა თხოვნას და ვადამდელი არჩევნები მოიწვიოს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად