მედია: 18 ივნისს, ბერლინში ანგელა მერკელი ვლადიმირ ზელენსკის შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი 18 ივნისს, ბერლინში გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს შეხვდება. ინფორმაციას სააგენტო “ინტერფაქს-უკრაინა” გერმანიის მთავრობის ოფიციალურ წარმომადგენელ, შტეფან ზაიბერტზე დაყრდნობით ავრცელებს.

მანამდე, გერმანიის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი ბერლინში მდებარე რეზიდენციაში თავის უკრაინელ კოლეგა, ვლადიმირ ზელენსკის მიიღებს.

“გერმანიის კანცლერი იმავე დღეს ვლადიმირ ზელენსკის შეხვდება”,-აცხადებს ზაიბერტი.

აღსანიშნავია, რომ ეს გერმანიისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის პირველი ოფიციალური შეხვედრა იქნება, რადგან აქამდე მხარეებს შორის კომუნიკაცია მხოლოდ სატელეფონო საუბრის დონეზე იყო.

გარდა ამისა, ვლადიმირ ზელენსკი 17 ივნისს პარიზში გაემგზავრება, სადაც თავის ფრანგ კოლეგა, ემანუელ მაკრონსაც შეხვდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...