“მედალფა” ისევ კოვიდ-პაციენტების მიმღები კლინიკა გახდა

კლინიკა ,,მედალფა“, რამდენიმე თვიანი პაუზის შემდე, ისევ კოვიდ მიმღებია ცენტრია. სამედიცინო დაწესებულებაში კორონავირუსით ინფიცირებული 2 ინფიცირებული პაციენტი უკვე მიიღეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, პირველადი მონაცემებით მსუბუქია. კლინიკას, საერთო ჯამში 55 პაციენტის მიღება შეუძლია.

კლინიკაში, კოვიდ-პაციენტების მიღებას, წინ უძღოდა მედიკოსების პროტესტი, რომლებმაც უარი თქვეს კოვიდ-დადებითი პაციენტების მკურნალობაზე. „მედალფას“ დირექტორის თქმით, ისინი სხვა მედიკოსებით ჩანაცვლდებიან.

“ჩვენი საავადმყოფო გაშლილია 55 საწოლზე, აქედან 11 საწოლია რეანიმაცია, შვიდი კი, ემერჯენსი. დანარჩენი საწოლები არის სტაციონარში, ანუ თერაპიული პაციენტებისთვის გამოგვადგება, კოვიდის შემთხვევაში, ნაკლებ გამოხატული სიმპტომატიკით. თუმცა გვაქვს ინტენსიური თერაპიის ჩატარების საშუალებაც. უკვე მივირეთ ორი პაციენტი, ჩატარდება კვლევები და ამის მიხედვით გადაწყდება, მათი მკურნალობის ტაქტიკა. არიან კადრები, რომლებმაც უარი ტქვეს კოვიდ-პაციენტების მკურნალობაზე, მაგრამ მათ ჩავანაცვლებთ,“-აცხადებს კლინიკის დირექტორი, ინგა ხოზრევანიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად