მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული სიგარეტი და თამბაქოს ნაწარმი გამოავლინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“ სიგარეტისა და თამბაქოს ნაწარმის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთის მოქალაქე ლ.გ-ის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დათვალიერების შედეგად, ჯამში, 1,400 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი და თამბაქოს ნაწარმი 10,000 ღერი აღმოაჩინეს. საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად