მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,გუგუთი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, რუსეთის მოქალაქე ა.ა.-ს კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად, 7,819 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს (72.2 გრამი) ნაკეთობები ძვირფასი თვლებით გამოავლინეს. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 7,819 ლარის ოდენობით შეეფარდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად