მებაჟე ოფიცრებმა 36,020 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი გამოავლინეს

1-6 ნოემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში: „წითელი ხიდი“ და „სარფი“, სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანისა და საქართველოს მოქალაქეების ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 36,020 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.

სგპ „წითელი ხიდი“ მომხდარი ფაქტების გამო, აზერბაიჯანის მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი, სატრანსპორტო საშუალება და სანქციის სახით შეეფარდათ ფულადი ჯარიმა ათასი ლარის ოდენობით. საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სხვა სამართალდამრღვევ მოქალაქეებსაც ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს სანქციის სახით შეეფარდათ ფულადი ჯარიმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად