მეათე დღეა, აჭარაში Covid-19-ს ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 246 ლაბორატორიული ტესტის პასუხი უარყოფითია. კორონავირუსით ინფიცირების შემტხვევა რეგიონში, 30 აპრილის შემდეგ არ გამოვლენილა.

ამ დროისთვის, ბათუმის კლინიკა „მედალფაში“ 15 პაციენტი მკურნალობს, მათგან ორის მდგომარეობა მძიომეა, ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში არიან განთავსებული.
დღის ბოლომდე გახდება ცნობილი, ცხელების ცენტრებში რეგისტრირებული 16 პირის ანალიზის პასუხიც.
ინფიცირების პირველი შემტხვევის გამოვლენიდან დღემდე, აჭარაში კორონავირუსისგან, 42 ადამიანი განიკურნა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად