კახა კუჭავა: მეამაყება ირაკლი კობახიძესთან მეგობრობა და მჯერა, რომ მისი მთავარი წარმატებები ჯერ კიდევ წინაა

“გულითადად ვულოცავ ირაკლი კობახიძეს ქართული ოცნების თავმჯდომარედ არჩევას.  მან თავისი ცოდნით, დაუღალავი შრომით და გამოცდილებით ეს ნდობა დაიმსახურა.” – ამის შესახებ მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრი კახა კუჭავა სოციალურ ქსელში წერს. 

“ირაკლის ლიდერობით მიღწეული არაერთი წარმატება გვარწმუნებს, რომ მისი თავმჯდომარეობით “ქართული ოცნება“ დასახავს კიდევ უფრო ამბიციურ მიზნებს და წარმატებით განახორციელებს მათ.
იგი 1996 წელს გავიცანი, იურიდიულ ფაკულტეტზე – გამორჩეული იყო თავისი თავმდაბლობით, გულწრფელობით, მეგობრობით, იუმორით, განათლებითა და ცოდნით. მეამაყება ირაკლისთან მეგობრობა და მჯერა, რომ მისი მთავარი წარმატებები ჯერ კიდევ წინაა.
კიდევ ერთხელ, ვულოცავ ირაკლი კობახიძეს ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე არჩევას და ვუსურვებ წარმატებას შემდგომ საქმიანობაში” – წერს კახა კუჭავა.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად