“მე უბრალოდ თავს ვუშველე, ხეში შემაყოფინეს თავი და 10 ადამიანი მირტყამდა” – “მთავარი არხის” ჟურნალისტი

ყველაფერი ჩვენი სამართალდამცავების წინ მოხდა – ამბობს “მთავარი არხის” ჟურნალისტი, რომელსაც მარნეულში თავს დაესხნენ და ამ წუთებში საავადმყოფოშია გადაყვანილი, მას მწვავე ტკივილი აქვს თავსი არეში. 

“ნახევარი საათი ასფალტზე ვეგდე, სასწრაფო არ მოვიდა. მე უბრალოდ თავს ვუშველე, ხეში შემაყოფინეს თავი და 10 ადამიანი მირტყამდა” – ამბობს ჯეიჰუნ მუჰამედალი. 

მასთან “მთავარი არხის” დირექტორი ნიკა გვარამია ჩავიდა, რომელიც ამ წუთებში საავამდყოფოში ჟურნალისტთან ერთად იმყოფება.

დღეს, მარნეულში, ასევე თავს დაესხნენ პირველი არხის ჟურნალისტსა და ოპერატორს.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, შემთხვევა „ქართული ოცნებისა“ და ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს შორის შეხლა-შემოხლის დროს მოხდა.

ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთი პირი საქართველოს პირველი არხის ოპერატორს თავს დაესხა, ცემა და კამერა დაუმტვრია.

საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფი ამ დროისთვის პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად