“მე სულაც არ მითქვამს, რომ სააკაშვილის ექსტრადიციის საკითხი მოიხსნება”

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სააკაშვილის ექსტრადაციის საკითხთან დაკავშირებით დამატებით განმარტებას აკეთებს:

"მე სულაც არ მითქვამს, რომ სააკაშვილის ექსტრადაციის საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნება. ეს სიტყვები მე არ მეკუთვნის. პირიქით, ეს საკითხი დღის წესრიგშია და დარჩება მანამ, სანამ სააკაშვილი არ აგებს პასუხს ჩადენილი ქმედებების გამო ქართული კანონის წინაშე. მე ვთქვი სხვა რამ, მე ვთქვი, რომ შანსები მცირდება და ამაზე იმედია, მომეცემე საშუალება დეტალურად ვისაუბრო. ეს ორი სხვადასხვა რამეა".-ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "იმედის კვირაში" განაცხადა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად