“მე საქართველოდან ვარ და არა გრუზიადან” – ლევან გორგაძის შენიშვნა იაპონელ ჟურნალისტებს

"2015 წლის აპრილიდან იაპონია საქართველოს უწოდებს ჩემ ქვეყანას. საქართველოდან ვარ და არა გრუზიადან," – შეუსწორა ლევან გორგაძემ იაპონელ ჟურნალისტს, რომელმაც საქართველო "გრუზიად" მოიხსენია.

იაპონური მედიის მთავარი თემა დღეს ქართველი ლევან გორგაძე და მის მიერ მოპოვებული იმპერატორის თასია. ნებისმიერი სუმოისტიტთვის ყველაზე საოცნებო ჯილდოს საქართველოში წამოღებას საქართველოს მიმართ დიდი ინტერესი მოჰყვა.

"ლევან გორგაძე, რომელმაც იმპერატორის თასი მოიპოვა, პატარა ქვეყნიდანაა, რომელსაც საქართველო ჰქვია. საქართველოს იაპონიიდან 8 000 კილომეტრითაა დაშორებული", – წერენ წამყვან იაპონურ მედიაში.

შეგახსენებთ, რომ ტოკიოში ჰაცუ ბაშოს ტურნირზე ბრწყინვალედ იასპარეზა ქართველმას სუმოისტმა ლევან გორგაძემ. დღეს, ბაშოს ბოლოსწინა შეხვედრაში ლევანთან, იაპონელი მაეგაშირა შოჰოზანის ყოველგვარი მცდელობა ფუჭი აღმოჩნდა. უაღრესად შემართული და სწრაფი, ზებუნებრივი ძალი დაჯილდოვებული ჩვენი ტოჩის შეჩერება შეუძლებელი იყო!

მან სწრაფად მოახერხა მეტოქის დოჰიოდან გაყვანა და ბაშოს დასრულებამდე ერთი დღით ადრე მეტოქეებისთვის მოუწვდომელი გახდა! იმპარატორის თასი მფლობელი ლევან გორგაძე გახდა!

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად