“მე, რუსეთთან მშვიდობის მომხრე ვარ” – სააკაშვილის ინტერვიუ DW-სთან

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ექსკლუზიური ინტერვიუ DW-ს მისცა. სააკაშვილი, რომელიც შესაძლოა უკრაინის ვიცეპრემიერად დაინიშნოს ინტერვიუში საკუთარ თავს რუსეთთან მშვიდობის მომხრეს უწოდებს.

DW – ბატონო მიხეილ, თქვენ არ ხართ რუსეთთან მშვიდობიანი თანამშრომლობის მოხმრე. როგორ შეგიძლიათ ითანამშრომლოთ უკრაინის მთავრობასთან მაშინ, როდესაც იგი მზადაა წავიდეს დათმობებზე კრემლთან ურთიერთობაში?
სააკაშვილი – არა, მე აბსოლუტური მომხრე ვარ რუსეთთან მშვიდობის. ის ფაქტიც,რომ ზელენსკიმ წარადგინა ჩემი კანდიდატურა,ადასტურებს იმას, რომ მას დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა სურს. მე ვხედავ,რომ რუსულ მედიაში ორი დღეა, რაც პანიკაა და პრეზიდენტმა ზელენსკიმაც იცის ამის შესახებ. ასე,რომ,თუკი მან ეს ნაბიჯი გადადგა,მაშინ მას ესმის,რომ უკრაინა დამოუკიდებელი სახელმწიფოა და მას აქვს უფლება,მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები.
მე მომხრე ვარ რუსეთთან მშვიდობისა და არსებობს გარკვეული პირობები,რომელთა დახმარებითაც მიიღწევა ეს მშვიდობა,თუმცა ახლა ეს არც ისე მარტივია.
DW-ანუ,თქვენ არ თვლით,რომ ზელენსკი წავა დათმობებზე კრემლთან?
– არა,ასე საერთოდ არ ვფიქრობ.მე ვფიქრობ,რომ მისი ყველა ნაბიჯი დამოუკიდებელი უკრაინული სახელმწიფოს დაცვისკენაა მიმართული.
DW-ბოლო ორი თვის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა მსოფლიოში. როგორ ფიქრობთ,რა მოელის რუსეთს?
– მე ვფიქრობ,რომ ნებისმიერი დიქტატურა ცუდად მთავრდება დიქტატორებისათვის.რუსეთში ბევრი ინფორიმირებული ადამიანია და მათ თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრება სურთ.იმედი,მაქვს ისინი დაიბრუნებენ საკუთარ ქვეყანას,და,რა თქმა უნდა,სხვა სახელმწიფოების დაპყრობილი ტერიტორიების გარეშე.
მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს შეგიძლიათ გაეცნოთ მოცემულ ბმულზე.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად