მე-9 მოწვევის პარლამენტში 2016 წელს არჩეული 150 დეპუტატიდან ამჟამად პარლამენტში 137 დეპუტატი დარჩა

პარტიული სიით არჩეული დეპუტატებიდან პარლამენტს გამოაკლდნენ:

1. გიორგი კვირიკაშვილი – პრემიერ-მინისტრად დანიშვნის გამო
2. კახა კალაძე – ენერგეტიკის მინისტრად დანიშვნის გამო
3. გიორგი გახარია – ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრად დანიშვნის გამო
4. სანდრა ელისაბედ რულოვსი – პირადი განცხადების გამო
5. მანანა კობახიძე – საკონსტუტიციო სასამართლოს წევრად არჩევის გამო
6. შოთა შალელაშვილი – პირადი განცხადების გამო
7. ივანე ზარდიაშვილი – პირადი განცხადების გამო
8. სოფიო ქაცარავა – პირადი განცხადების გამო
9. აკაკი ზოიძე – პირადი განცხადების გამო
10. ოთარ ჩრდილელი – პირადი განცხადების გამო

მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატებიდან პარლამენტს გამოაკლდნენ:

1. გრიგოლ ლილუაშვილი – სახელმწიფო უშიშროების სამსახურის უფროსის მოადილედ დანიშვნის გამო
2. სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს პრეზიდენტად კენჭისყრის გამო
3. ზაქარია ქუცნაშვილი – პირადი განცხადების გამო

პარტიული სიით არჩეული გამოკლებული დეპუტატების ადგილმონაცვლეები გახდნენ:

1. გუგული მაღრაძე
2. დავით მათიკაშვილი
3. გიორგი ხატიძე
4. გიორგი ღვინიაშვილი
5. ანრი ოხანაშვილი
6. ლევან მგალობლიშვილი
7. თემურ გოცირიძე

სოფიო ქაცარავას, აკაკი ზოიძის და ოთარ ჩრდილელის ადგილმონაცვლეები შეიძლება გახდნენ ქართული ოცნების პარტიული სიაში NN53-55 ადგილებზე მყოფი ბენედიქტე ქაშაკაშვილი, პაატა გოგოხია და ჯუმბერ იზორია. მათ მიერ დეპუტატობაზე უარი თქმის შემთხვევაში სიით მომდევნონი არიან: N96 ვალერი გელაშვილი, N127 გიორგი ჩაკვეტაძე და N128 კახა სამხარაძე

N54 (ხონი/ვანი) და N1 (მთაწმინდა) საარჩევნო ოლლქებში დანიშნულ შუალედურ არჩევნებში გაიმარჯვეს გივი ჭიჭინაძემ და ვლადიმერ კახაძემ.

იმის გამო, რომ შუალედური არჩევნები წელიწადში ორჯერ, აპრილში და ოქტომბერში, ტარდება და ის არ შეიძლება ჩატარდეს თუ პარლამენტის არჩევნებამდე დარჩენილია ექვს თვეზე ნაკლები დრო, N38 (დუშეთი/თიანეთი/ყაზბეგი) ოლქში შუალედური არჩევნების ჩატარება აღარ მოხერხდება.

ავტორი: რაულ კაპანაძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად