მე-8 მოწვევის პარლამენტმა მუშაობა დაასრულა

საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტმა დღევანდელი სხდომით საგაზაფხულო სესია დახურა. დეპუტატები ერთმანეთს სექტემბრის რიგგარეშე სესიებამდე დაემშვიდობენ.

კანონმდებლები პარლამენტის 4 წლიან მუშაობას დადებითად აფასებენ. უმრავლესობის წევრები გაწეული სამუშაოთი და შედეგებით კმაყოფილები არიან.
მათი განმარტებით 4 წლის განმავლობაში ბევრი მნიშვნელოვანი კანონპროექტი მიიღეს. მათ შორის ,,ანტიდისკრიმინაციული კანონი“ თვითმმართველობის კოდექსი და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმები. 

საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტი ბოლო საგაზაფხულო სესია საქარტველოს ჰიმნის ფონზე დაიხურა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად