მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა მაქსიმუმ ათ დღეში გაიმართება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შეჯამებული არჩევნების შედეგების თანახმად, მე-10 მოწვევის პარლამენტში 9 პოლიტიკური სუბიექტი შედის.

ეს იმას ნიშნავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, პარლამენტის პირველი სხდომა მაქსიმუმ 10 დღეში უნდა გაიმართოს. ახალი მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას საქართველოს პრეზიდენტი გახსნის. სხდომას ასევე დაესწრება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. პირველსავე სხდომაზე დეპუტატები ფარული კენჭისყრით პარლამენტის თავმჯდომარეს აირჩევენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტი შედგება პროპორციული სისტემით არჩეული 120 დეპუტატისა და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული 30 წევრისგან. არჩევნების შედეგად მანდატები ასე გადანაწილდა:

90 მანდატი “ქართული ოცნება”;
36 – “ნაციონალური მოძრაობა”;
4 მანდატი – “პატრიოტთა ალიანსი”;
1 მანდატი – “ლეიბორისტული პარტია”
5 მანდატი – “ევროპული საქართველო”
2 მანდატი – “მოქალაქეები”
4 მანდატი – “სტრატეგია აღმაშენებელი”
4 მანდატი – “გირჩი”
4 მანდატი – “ლელო”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად