მძინარაშვილი ჩარკვიანს: ბოდიში, თავს რომ გიტოლებ თქვენო ბრწყინვალებავ! ბუმბერაზი ხართ! (ვიდეო)

“ბოდიშს გიხდი თავს რომ გიტოლებ, რა, თქვენო ბრწყივალებავ! მაპატიეთ! ბუმბერაზი ხართ!”-ასე მიმართა, ჟურნალისტმა, ბონდო მძინარაშვილმა პარტია „კანონი და სამართალის“ თავმჯდომარეს, თაკო ჩარკვიანს გადაცემა “რეაქციაში”

ასე გამოეხამურა თაკო ჩარკვიანის განცხადებას, ბონდო მძინარაშვილი, სადაც თაკო ჩარკვიანი ამბობს: “დღეს, მაჩალიკაშვილის გვერდით უნდა დავდგეთ. 21-ე საუკუნეში შვილმკვდარ მამას დაზარალებულის ცნობა არ აღირსეს, სახლი აერიათ!”

“რა სახლი აერიათ?! აბსოლუტურად არასწორ ინფორმაციას ავრცელებთ! 2 წლის წინ, 23 დეკემბერს, მოსამართლის განჩინებაა გამოცემული. კოდექსში პირდაპირ წერია, რომ მისთვის ბრალის წაყენება შესაძლებელი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ის გამოჯანმრთელდებოდა. გონებაზე მოვიდოდა.

კანონში წერია. თუ არ იცით ეს, ქალბატონო თაკო, იკითხეთ! ზუსტად იმ მაჩალიკაშვილზეა გამოცემული სასამართლოს განჩინება, გეუბნებით! ააფეთქეს თუ არ ააფეთქეს, მე გეუბნებით სამართლებრივად როგორ არის.

შეეშალათ სახლიო, როგორ ამბობთ ამას კაცო?! მოსამართლეს უწერია რომ ამ სახლში შეხვიდე და ეს ადამიანი უნდა დააკავოვო. სახლი არ არევიათ. ის ადამიანი იქ დაიჭრა, გადმოიყვანეს საავადმყოფოში. ძალიან სამწუხაროა, რომ გარდაიცვალა. მაგრამ კოდექსში წერია რომ მისთვის, ბრალის წაყენება პროკურორს მხოლოდ გონს მოსვლის შემდეგ შეეძლო”,- ამბობს ბონდო მძინარაშვილი.

ამის შემდეგ თაკო ჩარკიანმა მიუგო “უკვე წარმოდუგენელ მდგომარობაში ხართ, ქვეყანა იძარცვება… თქვენთან ნამდვილად არ ვარ სადებატოდ მოსული ” რაზეც ბონდო მძინარაშვილმა განაცხადა:

“ბოდიშს გიხდი თავს რომ გიტოლებ, რა, თქვენო ბრწყივალებავ! მაპატიეთ! ბუმბერაზი ხართ!”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად