მძიმე სოციალური პირობები ქსოვრელის ქუჩაზე – 6 კვირის ბავშვი რეანიმაციაში მოხვდა

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელის, ელენე ხოშტარიას ინფორმაციით, ნაძალადევის რაიონში, ქსოვრელის ქუჩაზე მდებარე დევნილების და სოციალურად დაუცველების კომპაქტურ ჩასახლებაში არსებული უმძიმესი პირობების გამო, 6 კვირის ბავშვი და ერთი ახალგაზრდა ბიჭი რეანიმაციაშია გადაყვანილი. 

"დევნილების ოჯახია, ძალიან მძიმე პირობებში ცხოვრობენ, იმიტომ რომ არ აქვთ დენი, გაზი და საკანალიზაციო სისტემა. დაახლოებით ერთი თვეა ჩვენ ვითხოვთ, რომ უფლება მისცენ უბრალოდ, რომ თავის სახსრებით გააკეთონ და პასუხი ვერ მიიღეს. ვერ თბებიან, დღეში 4-ჯერ სჭირდებოდა ინგალაცია და ვერ უკეთებდნენ. 5 დღე იყო რეანიმაციაში და დღეს გადმოიყვანეს პალატაში, მაგრამ მძიმე მდგომარეობა აქვს, 6 კვირის არის. გართულებაა ვირუსის ფილტვებზე რამდენადაც ვიცი, მეორე შემთხვევაში 35 წლის ახალგაზრდა ბიჭია, ასთმური გამწვავება აქვს, სხვდასხვა ოჯახის წევრები არიან, ორივე ოჯახი ამ სახლში ცხოვრობს. ეს ბიჭიც დევნილია. 

ეს არის პრობლემური სახლი, სკოლის ტერიტორიაზეა, შიგნით არა, ცალკეა, მაგრამ დაუმთვრებელი შენობაა, სადაც 2008 წლიდან არიან შესულები.წარმოუდგენელია ასეთ პირობებში ცხოვრება, მაშინ უნდა გაიყვანონ იქიდან, დევნილთა სამინისტრომ პასუხი არ გაგვცა, გამგეობამ ჩვენ არ გვეხებაო და არაფორმალურად რაც გავიგე პასუხი, განათლების სამინისტროდან არის საჭირო თანხმობა. სახლი, სადაც ცხოვრობენ დაკანონებული არაა, ვერც დაკანონდება სავარაუდოდ, განსხლების პრობლემაა და ბინებით დაკმაყოფილების, მაგრამ მაგას არც ითხოვენ, ასეთი პრეტენზიულები კი არ არიან, რომ ეხლავე განგვასახლეთ, დენს, გაზს და კანალიზაციას ითხოვენ"-აცხადებს ხოშტარია აიპრესთან. 

"აიპრესი" აღნიშნულ სახლში მცხოვრებ ირაკლი ბუთბაიასაც ესაუბრა, რომელიც ადასტურებს, რომ საცხოვრებელ სახლში მართლაც მძიმე პირობებია. 

"კი არ ვეუბნებით რომ ხარჯები თქვენ აიღეთ თქვენს თავზე, ელემენტარულად კანალიზაციის დაერთების უფლება არ მოგვცეს. ჩვენი მოთხოვნაა ერთადერთი, რომ კანალიზაცია და დენი გვქონდეს. 34 ოჯახია და თქვენ  ვერ შემოხვალთ, იმიტომ რომ ყველაფერი სარდაფში ჩადის. 4 სართულს აქვს ერთი საერთო ტუალეტი

ამ ბავშვს იმიტომ გაურთულდა, რომ არც დენია, არც გაზი, არც კანალიზაცია, არც წყალი, 6 წელია ვცხოვრობთ, ბავშვს არ გაუკეთდა ინგალაცია და ჩვენდა საუბედუროდ მოხდა ეს. დევნილებიც არიან და სოციალურად დაუცველებიც. ახალგაზრდა ბიჭი რამდენად იღებს დევნილის შემწეობას არ ვიცი, ბავშვზე ვიცი რომ აქვს დევნილის დახმარება",-აცხადებს ირაკლი ბუთაბაია. 

"აიპრესი" დევნილთა სამინისტროსაც დაუკავშირდა და აღნიშნული ოჯახების შესახებ ინფორმაცია მოიკითხა, თუმცა სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს, რომ დასახელებული გვარები მათ მონაცემთა ბაზაში არ ფიქსირდება. ნაძალადევის გამგეობაში კი აცხადებენ, რომ დაზუსტებით არ იციან არიან თუ არა დევნილები აღნიშნული ოჯახები. 

" ჩვენ როგორც ვიცით არიან, თუმცა შესაძლოა სტატუსი არ აქვთ, უფრო დეტალური ინფორმაცია შემიძია ხვალ მოაგაწოდოთ",-აცხადებენ "აიპრესთან" გამგეობის პრესსამსახურში. 

გამგეობაში ასევე ამბობენ, რომ გაზიფიცირებასთან და კანალიზაციის პრობლემასთან დაკავშირებით მათ ამ ოჯახებს შეუამდგომლობა გაუწიეს, თუმცა პრობლემის გადაწყვეტა მათზე დამოკიდებული არაა, რადგან შენობა, სადაც ოჯახები ცხოვრობენ, ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა.

"რაც შეეხება გაზიფიცირებას და ელექტროფიცირებას, გამგეობა საერთოდ არაფერ შუაშია, იმიტომ რომ ეს არის მე-14 სკოლის შენობა, რომელიც არის განათლების სამინისტროს სარგებლობაში, იმისთვის რომ გაზი და დენი შეიყვანონ, საჭიროა ნებართვა მესაკუთრის,  მესაკუთღე არის სახელმწიფო, შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა, მაგრამ განათლების სამინისტროს აქვს სარგებლობით მიცემული, ნაწილ შენობაში სკოლა ფუნქციონირებს, ნაწილში შეჭრილები არიან, გაფართოება უნდათ სკოლის, მაგრამ ვერ ხერხდება ამ ხალხის გამოსახლებაც არ უნდათ. ამიტომ ეკონომიკის სამინისტრო არ აძლევს გაზიფიცირების უფლებას, გამგეობამ ბევრჯერ იშუამდგომლა,მაგრამ გამგეობა ვერაფერს აკეთებს.

ჩვენ რაც შეგვიძლია არის, რომ ქირით გავიყვანოთ და ქირა ვუხადოთ ყოველთვიურად, ეგეც იციან, მაგრამ არ გადიან ქირით. 

ახლა იყვნენ ჩვენი გამგეობის თანამშრომლები, ჩვენ ერთადერთი რაც შეგვიძლია ამ შემთხვევაში რომ მედიკამენტები გამოვუყოთ, მაგრამ რადგან საავადმყოფოში არიან, მედიკამენტებზე მეტად თანხა ესაჭიროებათ, გამგებლის დავალებით მივილენ ეს თანამშრომლები დილით 9 საათზე, დაწერენ განცხადებებს და სავარაუდოდ, ერთჯერად დახმარებას, ალბათ თითო ოჯახს 300-300 ლარს ჩავურიცხავთ",-აცხადებენ გამგეობაში. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...