A2 ბანერი
A2 ბანერი

მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების შემსრულებელი საწარმოებისთვის დარეგისტრირების ვადის 15 ნოემბრამდე გადაწევას პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა სოციალურ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა სოციალურ საკითხთა კომიტეტმა სოფო კილაძის მიერ წარმოდგენილ პროექტს „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შესახებ მხარი დაუჭირა.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, ვინაიდან საწარმოთა დიდმა ნაწილმა რეგისტრაციის გავლა კანონით გათვალისწინებულ ვადამდე ვერ მოასწრო, კომიტეტმა, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად მიიღო კანონში ცვლილებების შეტანის გადაწყვეტილება, რითაც მოქალაქეებს თავიდან ააცილებდა დაჯარიმებას.

„შრომის უსაფრთხოების შესახებ“ მოქმედი კანონით, 1000 ლარით დაჯარიმებას ექვემდებარებოდა ყველა ის პირი, ვინც  ახორციელებს მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს  და ვალდებული იყო განეხორციელებინა შესაბამისი საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაცია არაუგვიანეს 2018 წლის 28 სექტემბრისა.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრთა ინიციატივით მომზადდა კანონპროექტი, რომლის მიხედვით, საწარმოთა საქმიანობისთვის ხელშეწყობის მიზნით, ზემოთხსენებულ პირებს შესაბამისი საქმიანობის რეგისტრაციის განხორციელებისთვის მიეცათ გონივრული დამატებითი ვადა 2018 წლის 15 ნოემბრამდე.

მსგავსი სიახლეები

კოვზანაძე: შესაძლებელია, ახალი რეგულაციები საბანკო სექტორისთვის 15 ნოემბრის ნაცვლად,…

რეგულაციები საბანკო სექტორში აუცილებელია, თუმცა, შესაძლებელია მათი  გადავადება, - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო…

კოვზანაძე: 2019 წელს საქართველოს ეკონომიკა, სავარაუდოდ, 5%-ით გაიზრდება

-ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე…

გახარია: დღეს პარლამენტის წინ ჩვენ ვხედავ საჭიროზე უფრო მეტ კარვებს

ამის შესახებ ჟურნალისტებთან შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტთან, ზაზა სარალიძისა და მალხაზ…

გახარია: გუშინ ჩვენ დავინახეთ დესტაბილიზაციის რისკი, სწორედ ამიტომ ვიმოქმედეთ ასე

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია გუშინ ღამით პარლამენტთან მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ…

ზაზა სარალიძე საავადმყოფოდან პარლამენტისკენ მიდის

ზაზა სარალიძე ინგოროყვას კლინიკიდან პარლამენტთან შენობასთან მიდის

რატი იონათამიშვილი: ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება,…

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი და საგარეო…

პარლამენტმა მარიხუანის მოხმარებაზე კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა მარიხუანის მოხმარებაზე კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო.

თამბაქოს კონტროლის ალიანსი: პარლამენტს ჯერ კიდევ აქვს შანსი მოემსახუროს ქვეყნის…

სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ გვიწევს ყურადღების გამახვილება იმაზე, რომ საქართველოს პარლამენტი, რომლის თითოეულ წევრსაც…

“თავისუფალი დემოკრატები” პროკურატურას: ზაზა სარალიძის მიმართ, არ…

ამის შესახებ პარტია ,,თავისუფალი დემოკრატები" საგანგებო განცხადებაშია ნათქვამი.

საქართველოს მოქალაქეები დღეს ბოლოჯერ ირჩევენ საქართველოს პრეზიდენტს

დღეს, 2018 წლის 28 ოქტომბერის საპრეზიდენტო არჩევებში, საქართველოს მოქალაქეები ბოლოჯერ ირჩევენ საქართველოს…
კომენტარები
იტვირთება...