მძიმე და ემოციური გამოსვლის შემდეგ, ზაზა სარალიძემ “რუსთავი 2”-ის სტუდია დატოვა (ვიდეო)

ზაზა სარალიძემ ემოციური გამოსვლის შემდეგ, “აქცენტების” სტუდია დატოვა.

“არცერთი ჟურნალისტი აღარ დავინახო ჯერ ჩემს სიახლოვეს, სანამ კალანდიას საქმის არსებითი განხილვა არ დაიწყება” – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

მას საკმაოდ მძიმე და ემოციური გამოსვლა ჰქონდა.

მან თქვა, რომ ზოგიერთი ადამიანი ცდილობს მას მოღალატის იარლიყი მიაკეროს.

ზაზა სარალიძემ ის პოლიტიკოსები გააკრიტიკა, რომლებიც მისი თქმით ეუბნებოდნენ, რომ “ამ თამაშში ვერ აგყვები, იმიტომ რომ ეს “ნაციონალების” თამაშიაო.” მან გააკრიტიკა ოპოზიციაც.

ზაზა სარალიძე უარს ამბობს ჟურნალისტებთან კავშირზე და მოითხოვს რომ ყველამ თავი დაანებოს.

“არც ერთი ჟურნალისტი არ დავინახო ჩემს გვერდით”-ამ ფრაზით დატოვა მან ინტერვიუ და გავიდა სტუდიიდან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...