მძღოლმა, მოკლე კაბის გამო ქალები ავტობუსში არ შეუშვა – ფაქტზე დაწყებულია მოკვლევა

პარიზში გაჩერებაზე მყოფ ქალებს მძღოლმა კარი იმის გამო არ გაუღო, რომ ქვედატანი ძალიან მოკლე მოეჩვენა. პარიზის ტრანსპორტის ავტონომიური სამმართველო ( RATP) ფაქტის გარშემო შიდა მოკვლევას აწარმოებს.

მომხდარის შესახებ საზოგადოებამ მას შემდეგ შეიტყო, რაც პარიზში მცხოვრებმა ალჟირელმა მწერალმა კამელ ბენჩეიხმა ფეისბუქში პოსტი გამოაქვეყნა. კამელის თქმით, მისი ქალიშვილი ელიზა, მეგობარ გოგონასთან ერთად, დაახლოებით 23:00 საათზე, გაჩერებაზე ერთ-ერთ ბოლო ავტობუსს ელოდებოდა. მათ მე-19 ოლქის რატუშამდე მისვლა სურდათ. ავტობუსი გაჩერებაზე შეჩერდა, სარკიდან შეხედა ქალებს, კარი არ გახსნა, რამდენიმე ათეული მეტრის გავლის შემდეგ შუქნიშანთან შეჩერდა.

“ჩემმა ქალიშვილმა მიირბინა ავტობუსთან და მძღოლის მხარეს მოექცა, რათა დალაპარაკებოდა მას.” კითხვაზე, რატომ არ გახსნა კარი, მან გამოცრა: “ჩაიცვი”

კამელ ბენჩეიხის პოსტის შემდეგ RATP-მა შიდა მოკვლევა დაიწყო. მათი თქმით, ამ ეტაპზე მძღოლი ფაქტების პრესაში გადმოცემულ წყობას უარყოფს, თუმცა აღიარებს, რომ არ მოემსახურა მგზავრებს, არ გაუღო მათ კარი.

ამ დროისთვის ქალებს პოლიციისთვის არ მიუმართავთ და თავად კამელ ბანჩეიხნთან, რომელმაც Le Parisien-ს განუცხადა, რომ აპირებს ჩივილს და თვლის, რომ მისი ქალიშვილის წინაშე, როგორც მინიმუმ, სახალხოდ უნდა მოიხადონ ბოდიში, RATP-ის თქმით, ჯერჯერობით ვერ მოხერხდა კავშირის დამყარება.

მომხდართან დაკავშირებით, ტრანსპორტის მინისტრმა ელიზაბეტ ბორნმა და ქალებსა და კაცებს შორის თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მდივანმა მარლენ სკიაპამ ერთთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც აღნიშნეს, რომ ფაქტების დადასტურების შემთხვევაში მკაცრი სამაგალითო სანქციების გატარებას მოითხოვენ.

მოამზადა: რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად