მძევლად ხელში ჩაგდება და პირადი მონაცემების ხელყოფა – “მათე მოტორსის” მფლობელი დაკავებულია!

როგორც "აიპრესს"  შსს-ში განუცხადეს, გელა ბარკალაია ორი მუხლით არის დაკავებული. მოსამართლემ გაითვალისწინა მტკიცებულებები და ბარკალაიას აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მას ბრალი ორი მუხლით წაუყენეს: სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე პრიმა მუხლი და ასევე, 157-ე მუხლი.

სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე პრიმა მუხლი,  რაც მძევლად ხელში ჩაგდება არაერთგზის იმ მიზნით, რომ მძევლის გათავისუფლების პირობით აიძულონ ორგანიზაცია ან პირი, შეასრულოს ან არ შეასრულოს ესა თუ ის მოქმედება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 9-14 წლამდე გულისხმობს 

და ასევე, 157-ე მუხლით, რაც გულისხმობს პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია ისჯება ჯარიმით ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების უკანონოდ გამოყენება ან/და გავრცელება ამა თუ იმ ხერხით გავრცელებული ნაწარმოების, ინტერნეტის, მათ შორის, სოციალური ქსელის, მასობრივი მაუწყებლობის ან სხვა საჯარო გამოსვლის მეშვეობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე. იგივე ქმედება ანგარებით, ან არაერთგზის ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ხუთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.

შეგახსენებთ, რომ გელა ბარკალია ერთ-ერთი მათგანია, ვისაც წართმეული ქონება 2015 წელს უკან დაუბრუნეს, რის გამოც ის სამართალდამცავებს მადლობას უხდიდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ დროს წართმეული ჩემი კუთვნილი 10 ავტომანქანა, ამ ხელისუფლების დროს დამიბრუნდა“, – ამის შესახებ „კვირას“ ბიზნესმენმა და „მათე მოტორსის“ დამფუძნებელმა გელა ბარკალაიამ განუცხადა. როგორც ბიზნესმენმა აღნიშნა, მას ვერც კი წარმოედგინა, რომ ყოფილი ხელისუფლების დროს წართმეული 10 ავტომობილიდან თუნდაც ერთს როდესმე უკან დაიბრუნებდა. თუმცა, მისი თქმით, საგამოძიებო მოქმედებების ორწლიანი ლოდინი გამართლდა და დღეს ათივე „ტოიოტას“ მარკის ჯიპი უკან დაუბრუნდა.

„2 წლის წინ, მთავარ პროკურატურაში განცხადება შემოვიტანე, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს შს სამინისტროს თანამშრომლებისგან წართმეული ქონების უკან დაბრუნებას ვითხოვდი. მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს წართმეულ 10 „ტოიოტას“ ჯიპს როდესმე დამიბრუნებდნენ. თავიდან ამ ყველაფერს სკეპტიკურად ვუყურებდი, დღეს პროკურატურაში დამიბარეს და მითხრეს, რომ ათივე ავტომობილს უკან დამიბრუნებენ. რა გინდ გასაოცარი არ უნდა იყოს, წინა მთავრობის დროს წართმეულ ქონებას დღევანდელი მთავრობა მიბრუნებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...