მდუმარე აქციაზე ხალხმრავლობის გამო, რუსთაველის გამზირი გადაკეტილია

რუსთაველის გამზირზე პარლამენტთან გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მოქალაქეების მდუმარე აქციაა. ისინი სოლიდარობას გამოხატავენ მედიის მიმართ.

აქციაზე ხალხმრავლობის გამო, რუსთაველის გამზირი გადაკეტილია.

შეგახსენებთ, გუშინ “თბილისი პრაიდის” აქცია – “ღირსების მარში” აღარ ჩატარდა. რისი მიზეზიც რადიკალური ჯგუფების კონტრაქცია გახდა, რომლის აგრესიულმა მონაწილეებმაც მედიის 50-ზე მეტ წარმომადგენელს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და გაუნადგურეს ტექნიკა. დღეს მოქალაქეებმა ძალადობის გასაპროტესტებლად და მედიის მიმართ სოლიდარობის გამოსახატად მშვიდობიანი, მდუმარე აქცია დააანონსეს, რომელიც 20:00-ზეა დაგეგმილი.

პარალელურად მოძალადე ჯგუფები შეკრებილები არიან ქაშუეთის ეკლესიასთან და აქციას მართავენ. მათი თავდასხმა მედიაზე დღესაც გაგრძელდა. ისინი “პალიტრანიუსის” ოპერატორს გაუსწორდნენ.

კომენტარები
იტვირთება...