თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე კონსტანტინე ზარნაძე საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. მისი თქმით, ბრალდება, თითქოს ყოფილი აბრეშუმი ქარხნის ტერიტორიის რუკიდან მდინარე  ვერეს კალაპოტის შეზღუდვა  წაშალეს,  აბსურდია. 

„ბევრი იძიეს, მაგრამ ვერაფრით ამტკიცებენ, რომ ყოფილი აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიაზე არსებობს რაიმე შეზღუდვები, ამიტომ გადაწყვიტეს არარეალური ბრალდებები გაეჟღერებინათ. მინდა განვმარტო, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე არანაირი შეზღუდვა არ ვრცელდება,  მათ შორის არც შეტბორვის და არც წყალდაცვითი. ამას გარდა, თუ რაიმე შეზღუდვა იარსებებს, ეს ყველაფერი გათვალისწინებული იქნება განაშენიანების  რეგულირების გეგმის ეტაპზე. მე ვერ ვხდები, რატომ უნდა შეეჩერებინა კომისიას ეს საკითხი,  რა საფუძვლიანი ეჭვი არსებობს,  რომ აღნიშნული პროექტი მოსახლეობისთვის და ქალაქისთვის საზიანო იქნება“, -  განაცხადა კონსტანტინე ზარნაძემ.