მდინარაძე: ვცდილობთ, მინიმალური შეზღუდვებით გავიდეთ ფონს და მოვუფრთხილდეთ ადამიანების ჯანმრთელობას

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძის შეფასებით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ მოქმედ კანონში არსებული შეზღუდვები დღემდე არავის გაპუროტესტებია და ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამო, საჭიროა გარკვეული დაზუსტებები, რათა მთავრობას ჰქონდეს მინიმალურ შეზღუდვებთან დაკავშირებით მოქმედების საშუალება.

„საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონში ისედაც არის მსგავსი შეზღუდვები და აქამდე ეს არავის გაუპროტესტებია. ახლა ჩვენ რამდენიმე არჩევანის წინაშე ვდგავართ – ან უნდა გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა იმ მინიმალური შეზღუდვებისთვისაც კი, რაც საჭიროა, რომ რისკები არ გაიზარდოს, ან ჩვენ გარკვეული დაზუსტებები უნდა შევიტანოთ, რათა მთავრობას ქონდეს ამ მინიმალურ შეზღუდვებთან დაკავშირებით მოქმედების საშუალება, რომ ბოლომდე დაწიონ რისკები, ან უნდა „მიუშვათ“ ეს პროცესი და თუ გვეყოლება, ვთქვათ, რამდენიმე ათეული, ასეული ინფიცირებული და ხელახლა მოხდება აფეთქება, ისევ გამოვაცხადოთ საგანგებო მდგომარეობა. გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ შეზღუდვების შესახებ გარკვეული დაზუსტებები შევიდეს, ამ მინიმალური შეზღუდვებით გავიდეთ ფონს და მოვუფრთხილდეთ პირველ რიგში ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისათვის: “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” კანონში ცვლილებების პროექტის ინიცირება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მოხდება, რომლის მიხედვით, საკარანტინო ღონისძიებები ახლებურად განისაზღვრება და გულისხმობს ისეთ ღონისძიებებსაც, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად