მდინარაძე: უზენაესის მოსამართლეობის რამდენიმე კანდიდატი, სავარაუდოდ, მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს

ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გაამცხადა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების 19-კაციანი სიის კენჭისყრამდე რამდენიმე დღით ადრე უმრავლესობის წევრებიც არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა კანდიდატთა გარკვეულმა ნაწილმა ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღოს.

“რამდენიმე კანდიდატი გამოიკვეთა, რომლებიც, სავარაუდოდ, მხარდაჭერას ვერ მიიღებენ, თუმცა უნდა დაველოდოთ კენჭისყრას, სადაც ინდივიდუალურად მიიღებენ დეპუტატები გადაწყვეტილებებს. სია უნდა ჩავარდეს – ეს არის განცხადება, რომელიც ნიშნავს ზუსტად იგივენაირად ოღონდ სხვა სიტყვებით, რომ უზენაესი სასამართლო უნდა გაჩერდეს, თქვენ განსაზღვრეთ რამდენად სერიოზულია ეს განცხადება,” – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად