მდინარაძე: უმრავლესობა მყარად დგას, არ დაიშლება, ამის გარანტიას გაძლევთ

ამის შესახებ, განცხადება უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ყველაზე მთავარი, რაც დღეს არის და რა ოცნებაც არ შეუსრულდება „ნაციონალურ“ მოძრაობას“ და მის სატელიტებს – უმრავლესობა არავითარ შემთხვევაში არ დაიშლება. ჩვენ ვთანხმდებით მთავარზე, რომ უმრავლესობაში არ იყოს რყევები. სხვადასხვა მედიასაშუალებაში რაღაცნაირად ავრცელებენ ინფორმაციებს, რომელიც ამის დასადასტურებლად მოჰყავთ, თუმცა უმრავლესობა არ დაიშლება, ამის გარანტიას გაძლევთ. უმრავლესობა მყარად არის, ჩვენ ვთანხმდებით, რომ გუნდში განსხვავებული მოსაზრებების მიუხედავად, ამ საკითხს არანაირი საფრთხე არ შეეხება,“- განაცხადა მამუკა მდინარაძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად