მდინარაძე: ცხვრები იმ ადამიანებმა მოიყვანეს პარლამენტთან, ვინც “ნაციონალურ მოძრაობას” უჭერდა მხარს

საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ანტისაოკუპაციო აქცია „სირცხვილიას“ორგანიზატორების მიერ, პარლამენტთან ცხვრების მიყვანის ფაქტს გამოეხმაურა.

როგორც მამუკა მდინარაძემ სხდომაზე განაცხადა, ოკუპაციას აპროტესტებენ ადამიანები, რომლებიც ოკუპაციის თანაავტორები არიან.

„კონკრეტულ შემთხვევაზე თუ ვლაპარაკობთ, რაზეა ლაპარაკი, ცხვრები მოიყვანეს პარლამენტთან იმ ადამიანებმა, ვინც „ნაციონალურ მოძრაობას“ უჭერდა მხარს და მის პარლამენტს.

იმ პარლამენტარებს უდგანან გვერდით და დღევანდელ პარლამენტთან მოჰყავთ ცხვრები. ოკუპაციას აპროტესტებენ ადამიანები, რომლებიც ოკუპაციის თანაავტორები არიან და ამ თანაავტორებს მათ უდგანან გვერდით. ჩვენ არ უნდა დავუშვათ ისეთი ნორმის არსებობა ქართულ კანონმდებლობაში, რომელიც ინტერპრეტაციის შეთხვევაში, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის რისკებს შეიძლება შეიცავდეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, “სირცხვილიას” წარმომადგენლები საკანონმდებლო ორგანოსთან საქართველოს პრემიერმინისტრად გიორგი გახარიას დამტკიცებას აპროტესტებდნენ. პროტესტის ნიშნად მათ შენობასთან ცხვრები მოიყავანეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...